***

***
მე თუ სიტყვებმა დამწერა
და ჩემი თავი არ წავიკითხე,
ცხოვრების სიზმარს თვალი დაუხუჭავს
და თუ გავიღვიძე,
ოცნებას ჩემთვის კარი დაუხურავს,
ძველი მოგონება დავივიწყე.
ცხოვრება დამესიზმრა
და ჩემში ზღვასავით თუ შემოიჭრა,
მე ავივსები, როგორც ნიჟარა,
ნებამ სინამდვილეში ჩამძირა...
მე ღრმად დამეძინა,
ამაო სათქმელი გამიჩინა.
ლოტოსს დავემგვანე,
მზის მომლოდინე!..




***
ათასი სიტყვა წარმოთქმას ითხოვს,
ისე იღლება შეხედვით თითქოს
ის, ვინც აღარ მიცნობს
და ჩუმად ფიქრობს,
რომ გავახსენდე სტრიქონებს
ან უმოწყალოდ გადამივიწყოს!
სადაც გაჩნდება
და მე მომიხმობს,
რომ უთვალავჯერ სურვილი მიპყრობს:
შევხედო თვალებს...
საოცრად მიმდობს.
ერთხელ გახელილ მზერას გულისხმობს
ოცნება, რომელიც მე აღარ მინდობს.
ასე შორს ცხოვრობს
უდღეო მზის დროს
და ცისქვეშეთში შეხვედრას ცდილობს.




ომკარა

შენ რჩები შენი თავის ამარა,
ალბათ, ფიქრებმა ასე დაგღალა,
ომკარას ჰანგზე რიტმი გაცვალა.
გამოუქმელი სიტყვების ძალა
კოსმოსში გრძნობამ სრულად დაცალა.

მახსოვს, ცრემლები ზეცამ დაღვარა,
ვარსკვლავი თითქოს ცრემლის წვეთია,
ის ბრწყინვალება რომ შერჩენია,
სიცოცხლე სიკვდილს რომ გასჩენია.

და დედამიწაც ერთი მითია,
დავიწყებული ახლობელია,
გულში ჩაგიკრავს, ხელშიც გჭერია,
შენ ნაწილი ხარ, ის კი მთელია.

და თუ ცხოვრება ღრუბლით დაიფარა
და დატრიალდა ცა, როგორც ჩაკრა,
თუ სინამდვილე შენში აირეკლა,
ისევ იკვეთება სევდით კამარა,
ტყუპისცალივით სულს რომ მიეკრა.



***
არც ერთი სიტყვით ჰგავდი,
გაწყდა სიცოცხლის ძაფი...
მზიური სხივით მწვავდი,
ყვავილთ დედოფლის დარი
დაუსრულებლად მწამდი.
არ ედარება ზღვარი,
გახდები მისით მთვრალი,
თუ გაუჩნდება ბზარი
მიწაზე ჩნდება კვალი.
სუნთქავს სურნელით მკვდარი,
მკვდარი, ზაფხულის ძალით.
უეცრად გულში გაჩნდი,
ვით უსაშველო ზაფრი;
გამაბრუე და დაჭკნი
და გაიყოლე დარდი,
დარდი ფესვებად გადგი.
გაშლილ ფერებად ჩაქრი,
სურნელთ რონინით მძაფრი,
მარად უჭკნობი დარჩი,
არ აღიარე მარცხი.




***

მე თანავარსებობ შენში,
როგორც სხივები მზეში,
ინი იანის წრეში,
აგნი ვარუნას ხელში!




***

ლექსი საკუთარ თავთან დიალოგი.
(შენი არ ესმით!)
სიტყვები გაცივდნენ და სიცხემ აუწიათ,
ბოდვაც დააწყებინათ და...
უკვე აღარ ვიცი, რომელი წამალი დავალევინო...




მოზაიკა

თოკს მოება ფიქრის ბოლო,
აბრიალდა გორგალს ალი;
წიგნის თარო გადმოლაგდა,
შეზანზარდა ჩემოდანი.
გოგრის თავებს ვინ დაითვლის,
ვინ მოიყვანს შემოდგომას,
ვინ აიღებს ამ წლის ბოლოს
ნაძვის ხიდან სათამაშოს.
გაცრეცილი პალტოს ღილი,
ისე მწყდება უპეს ძილი.
თავგასული ჩაის ორთქლი,
ჩაიდნიდან გადმოსული.
ჯინი შვებით გათოშილი.
იმოსება მასონური
კუპიურა უცხო ვიდით,
უშნო ხედი, ჯიბეს ხელი,
მოცარული ქურდის ბედი
ჯიბესქელა ბიძას ველი,
დამტვერილი უჩანს ქედი!




***
დღეს მიმატოვა სხვამ,
ხვალ დამიბრუნებს მზე
გაფლანგულ სითბოს,
სხივ-სხივად აკინძულს...
მიმატოვა გასულმა საუკუნემ
თავისი აზრიანობით და უაზრობით;
თავისი უსამართლო სამართლიანობით;
დამტოვა თავისი უზუსტო წელთაღრიცხვით,
კედლის კალენდარს ჩამოეხა გვერდი...
და დაუთვლელი დღეები
თავის აღსასრულს გამოითვლის
მარტივი არითმეტიკით:
დღეს ღამე გამოაკელი
და დარჩება წამიერი მარადისობა.
გილოცავ კაცობრიობა
დარჩენილი სიცოცხლის პირველ დღეს
„ხვალე“ გათენდა.
მე მიმატოვა გუშინდელმა
ღამის მზემ და დღის ვარსკვლავმა.
ყველა ცივი მწვერვალი
და ჩაძირული ატლანტიდა
გასაქანი დაეხშობათ
მოგზაურებს ამ კუთხიდან.
მორიდებაა რისხვის, სხვა რიტმი
ამეტყველდება რიტორიკაში.
მე მიმატოვა ყველა სასვენმა ნიშანმა,
ყურის ძირში დასმული შეკითხვები
ენას ამირევს!
გადაიკარგა კარგი ამინდიც
ჩემი ძველი მეგობარი,
მისგან რომ აღარაფერი არ ისმის,
გარდა ამ პროგნოზისა:
კარგი ამბავი ის ცოცხალია;
ცუდი ამბავი ის აღარაა ჩემი მეგობარი.
მიმატოვა ცხადმა სიზმრებმაც!
უჩინარი გულთამხილავი
ხელებს დაიკრეფს
და მესამე თვალს დამიხუჭავს,
სიზმრები რომ კვლავ ვიხილო ნამძინარევი.
მე მივატოვე სინამდვილე!





***
I drank because I wanted to drown my sorrows,
but now the damn things have learned to swim
Frida Kahlo


რიტმული სიმულაციების ბუმი ჩემს გულში,
(ნუთუ აქამდე როგორ ვსუნთქავდი)

სევდის სიტყვები გასვი სურიდან
შენ დაითვერი და სიჩუმე ჩაახშვე
უადგილოდ გაჟღერებული ფიქრებით.
ჩვენ ხომ მდუმარების აღთქმა გვქონდა დადებული?!
ნუთუ ასე რთულია, იყო ფხიზელი და თან მდუმარე!
ისე დაითვერი,
სხვა ენაზე დაიწყე საუბარი,
და ჩვენ სხვადასხვა ენაზე.
აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვიცით ერთმანეთის ლექსიკონები,
არც სიტუაციური დიალოგები.
არც პერიფრაზები
და არც სიღრმე.
რამდენი რამ არ გვცოდნია
ცხოვრებით ფილოსოფოსთ?!




***
ვცდილობთ საზღვრები მაინც დავადგინოთ:
შენიდან ჩემამდე და ჩემიდან სხვამდე,
რომ ვიცოდეთ სადამდე ვრცელდებით
და რომ არ ვიყოთ უადგილო სიტყვებით
მთვრალნი ერთმანეთის თვალებში.
რომ არ დაგვჭირდეს გზის გამოგნება
ერთმანეთიდან არსაით...




***
ზღვის ტალღის ცეკვა შენს ფეხებთან
მაფიქრებინებს სევდიან ხვეწნას:
„შემო, წაგიყვან მზისფერ დაისთან“...




***
არის თავისებური კანონზომიერება
შენსა და ჩემს შორის,
როგორც ორ პარალელურ სამყაროში,
გამუდმებით ვეძებთ ახალ-ახალ პორტალებს,
ერთმანეთში გადასასვლელად!
სანამ არ მივაგნებთ საერთო სიზმართხილვას,
როგორც ახალ გზას,
სადაც მე შენ დამესიზმრები,
შენ კი მე და იარსებებს
საერთო ამბავი,
რომელსაც შევქმნით და
რომელსაც მოვყვებით!
სიზმარში გამაღვიძე!
...



***
როგორ შეიძლება ცხოვრებას ორი კარი ჰქონდეს:
ერთს გაიხურავ და მეორეს აღებ,
გგონია ზურგი შეაქციე და დაივიწყე,
არამც და არამც,
იგივე ადამიანები, იგივე წრე, იგივე ქუჩა,
რომელზეც ოდესღაც დადიოდი და გგონია გასცდი,
თუმცა ჩაიკეტე ოთხ კედელს შუა მომწყვდეულ დროში
სიტყვების მოხმობის ძველი რიტუალის ანაბარა.
როგორ შეიძლება იგივე მუზა სხვა გარეგნობით,
სხვა ღიმილით, სხვა თვალებით იმას გაწერინებდეს,
რასაც წლების წინ ვერ გამოთქვამდი.
შენ კი გგონია ის კარი უკვე დახურე
და სხვა შეაღე...



***
ფიქრები დაღრღნეს ავმა ძაღლებმა,
შესაფერ ადგილს რომ ვერ მიაგნე,
მთვარეს ასტკივდა ჩამქვრალი გვერდი,
კვლავდაბრუნების მწველი სისავსე.
ვტოვებთ ნაცნობებს, ვიცვლით ადგილებს,
ვეძებთ პასუხებს არდასმულ კითხვებზე,
მერე კი ვიწყებთ ისევ თავიდან,
ისევ თავიდან გამოიღვიძებ.
ფიქრები დაღრღნეს ავმა ძაღლებმა,
უადგილობით გზის სივიწროვე,
სმენაწართმეულ ქარს დაემსგავსე,
მშვიდ, მოზუზუნე ხმათა სიმწყობრეს.




 ***
უსახელო ადგილებს სახელებს არქმევ
და ტოვებ სიჩუმის ნიშნულებს,
უკან გამოგნება რომ იყოს ადვილი!
მერე გზას აგრძელებ (ყოველთვის აგრძელებდი!),
სანამ არ ისწავლე ვარსკვლავების კითხვა,
სიოს მოსმენა და ცხოვრება გზაში.
მე შემიყვარდი (ყოველთვის მიყვარდი!),
სამხრეთის მგზავრო უდაბნოს ტყვეობაში,
როცა დრომ მოკლა გზის გამოგნების
ყოველგვარი იმედი ჩემში
და თავიც მოიკლა!..
ჩვენ ვიცით (ყოველთვის ვიცოდით!)
რომ ყველაზე დიდი სასჯელი,
რაც შეიძლებოდა ერთმანეთისთვის გაგვეკეთებინა,
იქნებოდა ფიცის მიცემა
გვყვარებოდა ერთმანეთი სიკვდილამდე,
ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ამის ნაცვლად,
გვეყვარება ერთმანეთი სიკვდილის შემდეგაც!
ყველაზე დიდი საშინელება,
რაც შეიძლებოდა ერთმანეთისთვის გაგვეკეთებინა
 ეს იყო თანაგრძნობა
გარდაცვლილი დროის წინაშე
და ჩვენ ეს გავაკეთეთ:
(თანაგრძნობა, როგორც სამძიმარი):
„მე ვიზიარებ შენს დროს“
„მე ვიზიარებ არდაბადებულ სევდას“
„მე ვიზიარებ შენს სიცოცხლეს
და ალბათ გართმევ კიდეც ცოტას!“

ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთს
(ყოველთვის...)




მოცალეობის ჟამს საკითხავი

შექმენი თავი,
შექმენი შენი სამყოფი თავი
და წამიკითხე მოცალეობის ჟამს.
სახის კონტურები უშნო ჰორიზონტზე,
სახლი იმედების,
სახლი უჟამობის.
ზღვა, რომელმაც ხმელეთი გადაცურა,
ჩვენც მიგვატოვა,
ჩვენც გაგვაცურა.
უსწორმასწორო ყოფის ზედაპირი,
გადასერილი შენი ტუჩის კიდე,
უკიდეგანო გეთქმის ნაპირი?!
მაინც არ მყოფნის შენი წილი,
არც დრო, არც თავი და არც ჰაერი.
უამინდობის ძველი კომფორტი,
სივრცე,
სიჩუმე,
სუნთქვის სილურჯე.
...
შეესახლები მტკნარ ილუზიას
ან წამიკითხავ მოცალეობის ჟამს!




წამიკითხავდე ხუთტაეპიან ძველ ლექსებს
უფრო ძველ სიყვარულზე
/ნოსტალგია/

სხვას შეენაცვლე, სრულიად უცხო
სიშიშვლე მაკრავს და ვერ გავედი
შენი ფიქრიდან ჩემივე სახლის გზას
დავადგები და კარებს, როგორც
მტვრიან მიჯნურებს, საკეტს გავაღებ
და გადავაგდებ ძველ ყულაბაში
დარჩენილ სათქმელს,
შემომეფლანგვები.
შემოღამებას აღარ დავუცდი,
და აღარც ისეთ გამოდარებას,
უწონადობის საუკუნე რომ ჩამოწვება
და აღარც იძვრის, არ ენაღვლება.
ურცხვი არსებობით გაათამამებ,
თან ხელს შეგიშლის მისი არსებობა.
შენ შეისვენებ კოცნის კიბესთან,
ფეხიც აგერევა, მაგრამ დატოვებ
ყოველ ნაბიჯზე თითო მოგონებას.
ცხოვრებას არ მოაქვს მეტაფორები,
მას უკან მიაქვს უკვე ნათქვამი
ილუზიების მწვავე დინამიკა.
თავსმოხვეული უცხო საბაბი,
აღიმართება აზრთა პირამიდა,
რათა დაიწყო ისევ თავიდან
უკვე განცდილის გარდაცვალება,
უკვე ნანახის აფერმკრთალება
და დატოვება
უკვე ნათქვამი სიტყვის მიტოვება.



***
ქვა სიტყვები,
ომლებიც არ გვემახსოვრება;
ესმინა მუსიკისვის,
ომელიც სრულ სიუმე გაქრებოდა.
გვეცინა საკუარ ბავვურობაზე
რდასრულ ასაკ,
ენა მოგვეტეხა
ცხო სიტყვების წარმოქმი
არ გაგვიკვირდებოდა
ერმანეის არც უმწიფრობა
არც უმანკოება.
მერე კი ერ ცივ საამოს
მანეიგვეტოვებინა
ზამრის ილს მივცემოდი
სრული განმარტოები
მანამდე, სანამ დრო არ დადგება
არ დავარვევ
ადამიანის სამყოფ მყუდროებას.
სანამ არ დავასრულებ სიზმარხილვას,
სადაც ერმანე ბევრჯერ დაგვსიზმრებია.
ეს უსასრულო ეა, როგორც ანომალია,
რომელიც წელიწადის არც ერ ეს არ ემხვევა
რის გამოც, დიდხანს ემოვრ,
როგორც გაფუებულ საა
ებული ისრების წყვილი.
იტყვები კი არც უსასრულო ეს მაგონებს
არც სეზონურ ნაყოფს,
რომელიც ხეზე იზრდება, მერე მწიფდება,
დაბოლოს, ენ გინაწილებ, როგორც გემოს,
რომელიც არ მეორდება.